Insight Timer logo
Not a member?

N

მაინდფულნესის 21 დღე

☀️ მოგესალმებით ძვირფასო ჯგუფის წევრებო ☀️ 🧘ამ ჯგუფში გაგიზიარებთ მედიტაციის მარათონს ,,მაინდფულნესის 21 დღე" ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგ თემებზე: 🌟გავიცნოთ უკეთ საკუთარი სხეული და გრძნობის ორგანოები 🌟დამკვირვებელი - რუტინა ვაქციოთ სასარგებლო პრაქტიკად 🌟 რთულ ემოციებთან ,,დამეგობრება’’ 🌟თანაგრძნობა და სიყვარული 🌟მედიტაცია სიჩუმეში - შექმენით თქვენი საკუთარი პრაქტიკა 🌸 სავარჯიშოები შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი და უბრალო მოგეჩვენეოთ, თუმცა მათი განხორციელება არც თუ ისე მარტივია, მნიშვნელოვანია იქონიოთ მოთმინება საკუთარი თავის, პროცესის და შედგების მიმართ. 🌸 ყოველი სავარჯიშოს და მედიტაციის შესრულების შემდეგ შეგიძლიათ გააზიაროთ მოკლედ თქვენი გამოცდილება კომენტარებში. 📔თქვენ დაგჭირდებათ ცალკე რვეული ან ბლოკნოტი, რომელსაც გამოყოფთ ამ მარათონისთვის. მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი თუ რა გავლენას და ცვლილებებს მოახდენს თითოეული მედიტაცია და სავარჯიშო თქვენზე, თუნდაც ეს ძალიან მცირედი იყოს, რათა მარათონის დასრულებისას ნათლად დაინახოთ: რა სირთულეებს წააწყდით და რაზე გაქვთ უფრო მეტად სამუშაო, რა გაგიადვილდათ, რა ცვლილებები მოხდა თქვენში, რა ისწავლეთ, რომელი პრაქტიკა და სავრჯიშო მუშაობს თქვენთვის უფრო მეტად და ა.შ. 🌿 აქვე, ჩემი თხოვნა ინება შეაფასოთ და დატოვოთ თქვენი უკუკავშირი მედიტაციებზე, აპლიკაციაში. მადლობა 🙏
Nene Lelashvili
97 Members in this Group

N

ADMIN

M

M

K

M

A

N

M

V

S

T

E

A

M

+82